სახელმწიფო კონცერნ ,,საქავტოგზის" თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-02-13
გამოქვეყნების თარიღი
1997-02-13
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000
სახელმწიფო კონცერნ ,,საქავტოგზის" თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №102

1997 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თანამშრომლების საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

1996 წლის 23-25 დეკემბერს ჯვრის უღელტეხილზე სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

კანდიდ კვიციანი – კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარის მოადგილე

ნოდარ მურღული – საქართველოს სამხედრო გზის საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მემანქანე

ღირსების მედლით:

ალექსი დავითური – საქართველოს სამხედრო გზის საექსპლუატაციო სამმართველოს ბულდოზერის მემანქანე

ვალერი ზაქაიძე – საქართველოს სამხედრო გზის საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს უბნის უფროსი

იოსებ კვაჭაძე – საქართველოს სამხედრო გზის საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს უბნის უფროსი

ივანე მელიქიშვილი – საქართველოს სამხედრო გზის საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მემანქანე

მალხაზ ქავთარაძე – საქართველოს სამხედრო გზის საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მემანქანე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია