საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №91
1997 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საინიციატივო ჯგუფის წევრთა საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ
თბილისში მართლწესრიგის დაცვა-განმტკიცებაში აქტიური მონაწილეობისათვის, მამაცობისა და მოქალაქეობრივი ვალის მოხდისათვის ქ. თბილისის საინიციატივო ჯგუფის წევრები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებით:
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ვახტანგ კიკაბიძე – ესტრადის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი
მახარე ჯანელიძე – მხატვარი (სიკვდილის შემდეგ).
ღირსების ორდენით:
ელგუჯა რამიშვილი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია ხარფუხის“ გამგეობის თავჯდომარე.
ე. შევარდნაძე