საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-01-28
გამოქვეყნების თარიღი
1997-01-28
სარეგისტრაციო კოდი
090.180.000.05.002.000.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

1997  წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოთ:

იუსტიციის უმცროსი მრჩევლის საკლასო წოდება:

პირველი კლასის იურისტს თეიმურაზ ხუხუნაიშვილს _ საქართველოს პროკურატურის შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორს.

პირველი კლასის იურისტის საკლასო წოდება:

მეორე კლასის იურისტს ბესიკ ჭეჟიას _ საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფროს პროკურორს;

მეორე კლასის იურისტს გიორგი კავსაძეს _ საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს;

მეორე კლასის იურისტს გიორგი ნოზაძეს _ საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია