საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №264
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის № 75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე - 7 მუხლის მე - 4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე - 20 მუხლის მე - 4 საფუძველზე, ვბრძანებ :
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის №75 ბრძანებით ( სსმ III , 22 . 06 . 2009 წ ., №76 , მუხ. 832 ) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ნავსადგურის წესები” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები :
1. 45 - ე მუხლს დაემატოს მე - 12 პუნქტი შემდეგი რედაქციით :
„12 . ნავსადგურში შავი და/ან ფერადი ლითონების ჯართის გადასაზიდად შეტანა ნებადართულია , თუ იგი , სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად , მომზადებულია საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდად , გაუვნებელყოფილია ფეთქებადი , ცეცხლსაშიში , რადიაქტიური მასალისაგან , გასუფთავებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან და გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთ ( ებ) ი . ” .
2. 64 - ე მუხლს დაემატოს მე - 18 და მე - 19 პუნქტები შემდეგი რედაქციით :
„18 . ნავსადგურის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერად ი ლითონების ჯართის ჟანგბად - აეროვანი ჭრა .
19 . იმ პირის კვალიფიკაცია , რომელიც ახორციელებს ელექტრო და/ან გაზით ჭრა - შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სამუშაოებს , უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . ” .
3 . 93 - ე მუხლის :
ა) მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2 . სუფსის ნავსადგურის აკვატორია წარმოადგენს ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონს . სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში არ არის დადგენილი შეზღუდვები გემის წყალშიგის მიმართ , გარდა „ SPM” - თან მდგომი ტანკერისა , რომლის წყალშიგი არ უნდა აღემატებოდეს 17 , 5 მეტრს . ” .
ბ) მე - 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4 . სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში წყალი ძირითადად მიედინება სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთით პარალელისაკენ და მისი სიჩქარე , როგორც წესი , არ აღემატება 0.5 საზღვაო მილს საათში. ქარი უფრო ხშირია დასავლეთიდან , ყველაზე ძლიერი ქარი კი ზამთარშია , როდესაც მისი სიჩქარე აღწევს 30 მ/წმ . დამატებითი ინფორმაცია სუფსის ნავსადგურის შესახებ მოცემულია დიდი ბრიტანეთის საზღვაო „შავი ზღვის ლოციაში” (№24, მე-12 გამოცემა ს. 3.318) და დიდი ბრიტანეთის უახლესი გამოცემის რუქებში (№3313 და №3317) ან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამმართველოს „შავი ზღვის ლოციაში” (№1244) და რუსეთის უახლესი გამოცემის რუკებში (№32109 და №38190 ) .”;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5 . სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში გამოყოფილია გემის ღუზაზე დგომის ორი წერტილი:
ა) წერტილი 1- φ = 42 0 02’ 10“ N; λ =41 0 41’35“;
ბ) წერტილი 2 – φ= 42 0 02’ 40“ N; λ= 41 0 40’ 50“ E.
დ ) მე - 7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„7 . სუფსის ნავსადგურში გემის უსაფრთხო სიჩქარე , როგორც წესი , 5 კვანძია” .
4. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - 5 და მე - 6 პუნქტები :
„5 . „ SPM” - იდან 500 მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას , სადაც აკრძალულია ნაოსნობა და/ან გემის ღუზაზე დგომა , გარდა ტანკერებისა , რომლებიც აღნიშნულ ზონაში შედიან დატვირთვა - გადმოტვირთვისათვის , აგრეთვე ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისა , რომლებიც ახორციელებენ „ SPM” - ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას . უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება აკრძალულია .
6 . „ SPM” - ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით , რომლის აზიმუტია 2420 – 620 . წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თოთოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას , სადაც აკრძალულია ნაოსნობა ( გარდა 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისა ), თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება და/ან გემის ღუზაზე დგომა . ” .
5 . 97 - ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 97. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემების მოძრაობა
1. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემის შესვლა ნავსადგურში ხორციელდება წერტილიდან : φ =42000’45’’ N, λ =41045’00’’ E, ხოლო შემდეგში მათი სვლა ხორციელდება შესაბამისი კურსით : 26 – 206 გრადუსით , მდინარე სუფსის შესართავამდე .
2 . სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის , ღუზაზე დგომის ( მათ შორის , „ SPM” - თან ), მისაბმელი ოპერაციების განხორციელების ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში , მის აკვატორიასა და „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების , საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 22 - ე მუხლით განსაზღვრულ 32 - ე რაიონში ( სუფსა ), ნაოსნობა დროებით იზღუდება/იკრძალება . ” .
6 . მე - 100 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2 . „SPM” - თან ტანკერის დგომის დროს ეკიპაჟი მასზე უნდა იმყოფებოდეს სრული შემადგენლობით” .
7 . 101 - ე მუხლის :
ა ) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 101 . ტანკერის „SPM” - დან აშვება და გასვლა”;
ბ) მე - 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3 . ტანკერის გასვლა „ SPM” - დან დამოკიდებულია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი ამინდის პირობებზე და ხორციელდება :
ა ) ტანკერის დატვირთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ;
ბ ) ამინდის პირობების გაუარესების გამო ტანკერის დატვირთის სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში;
გ ) თუ არ არის უზრუნველყოფილი საბუქსირე მომსახურება” .
8. დანართი №13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დანართი № 13
სუფსის ნავსადგურის აკვატორიის კოორდინატები
| ზღვის სივრცის წერტილები | ჩრდილოეთ განედი φ | აღმოსავლეთ გრძედი |
| წერტილი A | φ=42 0 03’ 00 ” N | λ =41 0 43’ 4 2 ”E
|
| წერტილი B | φ=42 0 03’ 00 ” N
| λ =41 0 40’ 00” E
|
| წერტილი C | φ=42 0 00’ 30”N | λ =41 0 42’ 06 ” E
|
| წერტილი D | φ=42 0 00’ 30”N | λ =41 0 45’ 24 ”E
|
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ი. დავითაძე