საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №11
1997 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისს დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისს დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერდახმარების შესახებ;
ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.
ე. შევარდნაძე