თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიი ს დებულების დამტკიცების შესახებ ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში (სსმ V, № 34, 06.10.2010 წელი, მუხლი 998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ“ .
2. დებულების მე -2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნისა და მისი განკარგვის შესახებ ;“
3. ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის გა თვალისწინებით, ნუმერაციის უწყვეტობისა და თანმიმდევრობის აღსადგენად დებულების მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,2.“ -ად, მე -4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,3.“ -ად, მე -5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტ ,,4.“ -ად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე