თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მ უნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ V, № 34, 06.10.2010 წელი, მუხლი 996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ“.
2. ,, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის გა თვალისწინებით, ნუმერაციის უწყვეტობისა და თანმიმდევრობის აღსადგენად დებულების მე -2 მუხლის მე -3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტი ,,2.“ -ად, მე -4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტი ,,3.“ -ად, მე -5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს პუნქტი ,,4.“ -ად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე