საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 832
1996 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
მ. გასანოვის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
გარდაბნის რაიონის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის გარდაბნის რაიონის მებოსტნეობის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორი მაგარამ გასანოვი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე