საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №908
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმის” ლიკვიდაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №734 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №115, მუხ.1739) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მუზეუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.”;
ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 დეკემბრიდან.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი