სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის" რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
830
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-12-20
გამოქვეყნების თარიღი
1996-12-31
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.000.
სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის" რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №830

1996 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება "მადნეულის" რეაბილიტაცია-განვითარებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების შესახებ

სააქციო საზოგადოება "მადნეულის" პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მადნეულის საბადოს რაციონალური და ეფექტიანი გამოყენებისა და საწარმოში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. გამოცხადდეს ტენდერი სააქციო საზოგადოება "მადნეულის" საკონტროლო პაკეტის 5 წლის ვადით გადაცემაზე.

2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შექმნას სატენდერო კომისია.

კომისიამ 10 დღეში შეიმუშაოს ტენდერის პირობები და მაქსიმალურად უზრუნველყოს ინფორმაციების გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების მეშვეობით.

3. სატენდერო კომისიამ 1997 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საინვესტიციო წინადადებათა განხილვა სააქციო საზოგადოება "მადნეულის" საკონტროლო პაკეტის მართვაზე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია