საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №157
2010 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 122-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის თანდართული დებულება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის №135 ბრძანება (სსმ III, №119, 17.09.2010, მუხ. 1767).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დებულება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია (შემდგომში – კომისია) განიხილავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფ ფსიქიკური აშლილობის ნიშნების მქონე მსჯავრდებულთა (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) მდგომარეობას „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პატიმრობის კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შემდგომი გადაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით.
2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
3. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27. კომისიას აქვს თავისი ბეჭედი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 09.10.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
მუხლი 2. კომისიის საქმიანობის პრინციპები
კომისიის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.
მუხლი 3. კომისიის კომპეტენცია
1. კომისია, შესაბამისი დაწესებულების ექიმის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას. შემოწმება საჭიროებისამებრ შეიძლება განხორციელდეს ამბულატორიულად.
2. შემოწმების შედეგების შესაბამისად კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. კომისია მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში შეისწავლის მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკურ მდგომარეობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. კომისიის დასკვნა მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნება შესაბამის დაწესებულებას.
5. კომისიის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს კომისიის სხვა წევრებს შორის.
6. თუ კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულება კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 09.10.2015 წ.
მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია შედგება ხუთი წევრისგან. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა.
2. კომისიის შემადგენლობაში მინიმუმ 2 წევრი არის უმაღლესი განათლების მქონე, დადგენილი წესით სერტიფიცირებული ექიმი – ფსიქიატრი, 1 წევრი – დაწესებულების ექიმი და 1 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურე.
3. კომისიის 1 წევრს ნიშნავს საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელთაც კომისიის ექიმ-ფსიქიატრების შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის ბრძანება №70 - ვებგვერდი, 02.05.2014 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 09.10.2015 წ.
მუხლი 5. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სხდომის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ გამოუცხადებლობა;
გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) გარდაცვალება.
მუხლი 6. კომისიის სხდომა
1. კომისია მსჯავრდებულის (რომლის მიმართაც დასრულდა სამართალწარმოება) ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებული შესწავლის შედეგებს განიხილავს სხდომაზე და დასკვნის სახით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომას ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
4. კომისის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მინიმუმ 3 წევრი.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია გამოთქვას განსხვავებული აზრი და დააფიქსიროს წერილობით. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის დასკვნას ხელს აწერეს კომისიის ყველა წევრი.