საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №116
1997 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ჯ. სეფიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული საესტრადო მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე