საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №762
1996 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღის დაწესების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მოსამსახურეებში პროფესიონალური და მხედრული სულისკვეთების გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში უშიშროების ორგანოების როლის ამაღლების მიზნით:
1. დაწესდეს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღე“.
2. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაკთა დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 30 ნოემბერს.
ე. შევარდნაძე