საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
1996 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ.ქამხაძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)
ბოროტმოქმედებთან შეტაკებისას გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის კასპის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსი კაპიტანი გიორგი ქამხაძე დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე