„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
834
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.033.016039
„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 834

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის    მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) დამტკიცებული „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)   მოწმობის გამოწერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ  ბაზაში აისახება ინფორმაცია:

გ.ა) თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევარმისაბმელის შესახებ;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.“.

მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.“.

5. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)  თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო  პოზიციებში აღწერილი და  კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია