საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №741
1996 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზ. თავართქილაძისათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ზურაბ თავარქილაძეს, რათა მან საქართველოს სახელით მიიღოს მონაწილეობა შავი და ხმელთაშუა ზღვების (ატლანტიკის მიმდებარე წყლების) მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შეთანხმების შეხვედრაში, რომელიც იმართება „ველურ ცხოველთა მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის“ ეგიდით (ბონის კონვენცია) 1996 წლის 18-24 ნოემბერს მონაკოში და ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს.
ე. შევარდნაძე