საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
124
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2020-12-17
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.10.003.000.123
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2004 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №259 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1953
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №751 – ვებგვერდი, 18.12.2020წ.

1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე:

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან:

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616

2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მა­­ხა­სიათებლები:

ა) 2010 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013გ/ლ;

ა.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%;

ა.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 45%;

ა.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

ბ .ა ) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0 .013 გ /ლ ;

ბ .ბ ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5 %; 

ბ .გ ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წი­ლი – არა უმეტეს 45 %;

ბ .დ ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ /კგ ;

გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 250 მგ/კგ;

დ) 2014 წლის 1 იანვრიდან- 2015 წლის 1 იანვრამდე:

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ;

ე) 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე:

ე.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ;

ე.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 3%;

ე.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 42%;

ე.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ;

ვ) 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე:

ვ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ;

ვ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%;

ვ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%;

ვ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 50 მგ/კგ;

ზ) 2017 წლის პირველი იანვრიდან:

ზ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ;

ზ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%;

ზ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%;

ზ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ.

თ)  2021 წლის პირველი იანვრიდან:

თ.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;

თ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;

თ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;

თ.დ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;

თ.ე) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში[1] – არაუმეტეს 80 კპა-ისა;

თ.ვ) გამოხდა:

− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;

− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;

ი)  2021 წლის პირველი ივლისიდან:

ი.ა) ტყვიის შემცველობა – არაუმეტეს 0.005 გ/ლ-ისა;

ი.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;

ი.გ) ნაჯერი ორთქლის წნევა ზაფხულის პერიოდში1 – არაუმეტეს 80 კპა-ისა;

ი.დ) გამოხდა:

− 100°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 46%-ისა;

− 150°C-ზე ორთქლდება მოცულობითი წილის – არანაკლებ 75%-ისა;

ი.ე) ნახშირწყალბადის ტიპის შემცველობა:

− ოლეფინების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 18%-ისა;

− არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 35%-ისა;

− ბენზოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 1%-ისა;

ი.ვ) ჟანგბადის შემცველობის მასური წილი – არაუმეტეს 3.7%-ისა;

ი.ზ) ჟანგბადშემცველი დანამატების (ოქსიგენატის) შემცველობა:

− მეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 3%-ისა;

− ეთანოლის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 5%-ისა;

− იზოპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;

− მეთილპროპილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა;

− მესამეულიბუტილის სპირტის მოცულობითი წილი – არაუმეტეს 7%-ისა;

− ეთერების (მოლეკულაში 5 ან მეტი C ატომებით) მოცულობითი წილი – არაუმეტეს 15%-ისა;

− სხვა ოქსიგენატების მოცულობითი წილი – არაუმეტეს 10%-ისა.

 

[1] ზაფხულის პერიოდი: 1 მაისიდან 1 ოქტომბრამდე.
 
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №282 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1989
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №243 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1855
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №259 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1953
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №421 - სსმIII,№172, 31.12.2010 წ.,მუხ.2492
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №444 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №731 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №229 – ვებგვერდი, 28.05.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №751 – ვებგვერდი, 18.12.2020წ.

3. ბენზინის ხარისხის ანალიზისთვის გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტები(ისო) ან/და ევროპული ნორმები (ენ) ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტური სხვა მეთოდები და სტანდარტები.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №282 - სსმ III, №180, 20.12.2007წ., მუხ.1989
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №495 - ვებგვერდი, 25.10.2018წ.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია