გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №70
2010 წლის 10 ნოემბერი
ქ. გარდაბანი
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 22 სექტემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
მუხლი 1
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 სექტემბრის №55 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად“.
მუხლი2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი