(ძალადაკარგულია - 27.02.2019, №123)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2005 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) საქართველოს სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციისა და ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის დადგენილება №40 - სსმ III, №28, 11.03.2005 წ., მუხ.265
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის დადგენილება №61 - სსმ III, №36, 31.03.2005 წ., მუხ.371
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №189 - სსმ III, №128, 02.11.2005 წ., მუხ.1423
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №182 - სსმ III, №128, 13.09.2007 წ., მუხ.1395
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №270 - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1925
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის დადგენილება №43 - სსმ III, №31, 17.03.2009 წ., მუხ.372
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №69 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.485
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №635 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 მარტის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 24.03.2017წ.
2. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს;
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს;
სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 31.10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №635 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
3. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 იანვრის დადგენილება №3 - სსმ III, №7, 20.01.2009 წ., მუხ.52
4. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
5. (ამოღებულია - 17.03.2017, №132).
6. (ამოღებულია - 17.03.2017, №132).
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. კომისიის დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. თავის საქმიანობაში კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს მთავრობისათვის საქართველო-ნატოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ნატოში ინტეგრაციის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ნატოსა და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა
1 კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისაგან.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მიწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
3. კომისიის სხდომების ორგანიზებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.
4. კომისია, ცალკეული საკითხების შესწავლისა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
მუხლი 4. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.
3. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის წევრების ან მათი წარმომადგენლების ნახევარზე მეტი.
6. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
8. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიების ერთობლივი სხდომა.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.