„საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
421
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2001-11-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №421

2001 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებასა და „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი თბილზნიეპის“ არსებითად სამეწარმეო საქმიანობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დააყენა მისი რეორგანიზაციის საკითხი:

1. „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემ­ბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ურბანიზა­ციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების დანართიდან (დამტკი­ცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №669 ბრძანებულებით) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულება სამინისტროს დაქვემ­დებარებული ორგანიზაციის „ცენტრი თბილზნიეპის“ საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირად რეორგანიზების ნაწილში.

3. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინის­ტროსთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნ­ველყოს „ცენტრი თბილზნიეპის“ შესაბამის ორგანიზაციულ-სამარ­თლებრივი ფორმის საწარმოდ რეორგანიზაცია.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია