"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
762
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-12
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016008
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №762

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2005, №136, მუხ.1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, „ცენტრი’’ უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.’’.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ტ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, „ცენტრი’’ ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობას.’’.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია