გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №20 დადგენილების „გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო სამსახურის შექმნისა და სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ ძალადაკარგულად ცნობის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №20 დადგენილება „გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო სამსახურის შექმნისა და სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი