საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №657
1996 წლის 7 ოქტემბერი
ქ. თბილისი
გ. ლომიძის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
1996 წლის 24 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობაში მომხდარი ხანძრის ქრობისას გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სამგორის რაიონის ნაწილის უფროსის მოადგილე, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გივი ლომიძე დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე . შევარდნაძე