საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვედრილი გერმანული წიგნადი ფონდის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის დაბრუნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
598
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-09-13
გამოქვეყნების თარიღი
1996-09-30
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.002.000.
საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვედრილი გერმანული წიგნადი ფონდის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №598

1996 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვედრილი გერმანული წიგნადი ფონდის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ისტორიულად არსებული მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გათვალისწინებით, ქართველი და გერმანელი ხალხების შემდგომი დაახლოებისა და ჩვენი ორი სახელმწიფოს გულითადი ურთიერთობების განუხრელი განვითარების მიზნით:

1. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 1993 წლის კულტურის სფეროში ხელმოწერილი სამთავრობო შეთანხმების შესაბამისად დაუბრუნდეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში მოხვედრილი გერმანული წიგნადი ფონდი, რომელიც ამ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ, რომელთა მფლობელობასა და სარგებლობაშია გადასაცემი წიგნები, დააზუსტოს მათი ნუსხა.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) გაუწიოს ორგანიზაცია გერმანიის მხარისათვის აღნიშნული წიგნადი ფონდის გადაცემას.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია