საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 2 მარტის №31/2004 დადგენილება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-15
სარეგისტრაციო კოდი
010090000.13.007.006402
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 2 მარტის №31/2004 დადგენილება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.0900.000.13.007.006.402

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №31/2004

2004 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვისა და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 9 მარტის 18 საათისა.

მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია