საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის მთავრობას შორის 1996 წლის 28 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებების და კონვენციის დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
569
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-08-29
გამოქვეყნების თარიღი
1996-08-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის მთავრობას შორის 1996 წლის 28 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებების და კონვენციის დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №569

1996 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და უზეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 28 მაისს ხელმოწერილი შეთანხმებებისა და კონვენციის დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 28 მაისს ხელმოწერილი ქვემოთ აღნიშნული შეთანხმებების და კონვენციის ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:

ა) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ;

ბ) კონვენცია საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა (მოგებაზე) და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;

გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეთა უფლებების გარანტიათა შესახებ;

დ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არასავაჭრო გადასახადების შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და კონვენციის დადება;

ბ) შეატყობინოს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია