საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №565
1996 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი ქვემოთ აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით:
– დადასტურდეს შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო ნაოსნობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე