საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №564
1996 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის 1996 წლის 20 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის 1996 წლის 20 მარტს ხელმოწერილი ქვემოთ აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
– შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს თურქმენეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე