„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №251/ნ-№372 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
263/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-17
სარეგისტრაციო კოდი
010220020.22.035.014998
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №251/ნ-№372 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.035.014.998

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №263/ნ-№122

2010 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №251/ნ-№372 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №251/ნ – №372 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 28.07.2009, №93, მუხ. 984) დამტკიცებული ერთობლივი კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზირი №144.”;

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:          

„გ)     კომისიის წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.”.                       

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი           პ. სულაბერიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია