,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
523
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-08-12
გამოქვეყნების თარიღი
1996-08-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №523

1996 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია