საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
521
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-08-12
გამოქვეყნების თარიღი
1996-08-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №521

1996 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულებისა და შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:

ა) ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე, რომელიც ხელმოწერილია თეირანში 1993 წლის 20 იანვარს;

ბ) შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია თბილისში 1995 წლის 21 აპრილს.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადება;

ბ) შეატყობინოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებისა და ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია