"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
897
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-08
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016052
"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №897

2010 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III , 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზ ე ბული ბაზის მიხედვით მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა. ”;

ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანო ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემავალი სასაზღვრო საბაჟო ორგანო (შემდეგში – საბაჟო ორგანო) ”;

გ) მე-3 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტ ები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ორგანოების მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ”;

დ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების უფლებამოსილ ორგანოსთან ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”;

ე) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ” შეიცვალოს სიტყვებით: ,,საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”;

ვ) 35-ე მუხლში სიტყვები: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ” შეიცვალოს სიტყვებით: „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია