„ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №657 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
198
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2001-05-20
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №657 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №198

2001 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგადასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №657 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანისა და ვაჭრობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა განსაზღვრის თაობაზე

1. „ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგა­დასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №657 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პრეამბულის მეოთხე აბზაციდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება;

ბ) ბრძანებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები.

2. „ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სათანადო წესრიგის დამყარებისა და სამომხმარებლო ბაზარზე გაწეული საქმიანობის საგა­დასახადო ბაზაში სრულად მოქცევის ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის №657 ბრძანებულების პირველი და მე-6 პუნქტებით საქართველოს ეკონომიკის სამი­ნისტ­­-როსათვის და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსათვის გათვალისწინებული დავალებების შესრულება უზ­რუნ­­ველყოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი).

3. იმასთან დაკავშირებით, რომ „ვაჭრობის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 4 მაისის №522 დადგე­ნილება ვერ აკმაყოფილებს საქართველოში საბაზრო ურთიერთობათა განვითარების თანამედროვე მოთხოვნილებებს და წარმოადგენს სამომხმარებლო ბაზარზე არაჯანსაღი ვითარების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზთაგანს, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აღნიშნული დადგენილების ნაცვლად შესაბამისი ახალი ნორმატიული აქტის მიღება. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი.ჩხარტიშვილი) სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებ­თან ერთად შეიმუშაოს და 2001 წლის პირველ ნახევარში წარმოად­გინოს განსახილველად შესაბამისი ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც შეცვლის „ვაჭრობის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 1992 წლის 4 მაისის №522 დადგენილებას და ხელს შეუწყობს ვაჭრობაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია