საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №513
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
პ. ხუბულურის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირველი მობილური ძალების ოცეულის მეთაური ლეიტენანტი პაატა ხუბულური დაჯილდოვდეს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე