საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 697
1996 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბ. მძინარაშვილის ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში ენერგიული ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის, მოვლენების გაშუქებისას ქვეყნის ინტერესების აქტიური დაცვისათვის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი ბონდო მძინარაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.
ე . შევარდნაძე