ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. ქარელი
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №21 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი