საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №450
1996 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო ცენტრალური პროგრამების უწყვეტი გავრცელების შესახებ
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხდება ცენტრალური რადიოსატელევიზიო პროგრამების შეწყვეტა და მის ნაცვლად ადგილობრივი სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება, რაც გარკვეულწილად ქმნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საინფორმაციო ვაკუუმს. გარდა ამისა, აღინიშნება ისიც, რომ ჩართვები ხდება თვითნებურად, ზოგ შემთხვევაში ძალდატანებით.
საქართველოს ცენტრალური საინფორმაციო-რადიოსატელევიზიო პროგრამების უწყვეტი გავრცელების მიზნით და აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად:
1. ავტონომიურმა რესპუბლიკებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა არ დაუშვან ცენტრალური პროგრამების თვითნებურად შეწყვეტა.
2. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია) ტელერადიოკორპორაციასთან (ა. გოგელია) ერთად არ დაუშვას სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ადგილობრივ და საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელებში რეგიონალური სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება.
ავტონომიურ რესპუბლიკებს, სამხარეო ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მოთხოვნილების შესაბამისად გამოეყოთ სამუშაო სიხშირეთა სპექტრი. ადგილობრივი სატელევიზიო პროგრამების ტრანსლირება განხორციელდეს ადგილობრივი ფინანსური რესურსების საშუალებით.
3. ამ ბრძანებულების შესრულებისადმი კონტროლი დაევალოს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს.
ე. შევარდნაძე