მარნეულის, ქუთისისა და კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების აქციათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
410
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1996-06-25
გამოქვეყნების თარიღი
1996-06-28
სარეგისტრაციო კოდი
240.060.000.05.002.000.
მარნეულის, ქუთისისა და კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების აქციათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №410

1996 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

მარნეულის, ქუთაისისა და კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების აქციათა შესახებ

მარნეულის, ქუთაისისა და კაჭრეთის პურპროდუქტების კომბინატების შრომითი კოლექტივების მოთხოვნათა გათვალისწინებით:

1. უფლება მიეცეთ აღნიშნული კომბინატების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების შრომით კოლექტივებს შეისყიდონ სააქციო საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალის 20 პროცენტამდე ოდენობის აქციათა პაკეტები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით განსაზღვრული წესით, მათ შორის, აქციათა პაკეტიდან საწესდებო კაპიტალის 10 პროცენტის ოდენობის აქციათა საფასურის დაფარვა მოხდეს ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათებით, ხოლო დარჩენილი აქციების საფასურის დაფარვა მოხდეს ფასდაკლების გარეშე.

2. აღნიშნული სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტების მყიდველებს დადგენილი წესით განაცხადის წარმოდგენის საბოლოო ვადად განესაზღვროთ 1996 წლის 25 ივნისი.

3. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აღნიშნული სააქციო საზოგადოებების სპეციალიზებულ საბარათო აუქციონზე გატანილ აქციათა რაოდენობებში შეიტანოს ცვლილებები, რათა თითოეული სააქციო საზოგადოების აუქციონზე გატანილი აქციების რაოდენობა შეადგენდეს შესაბამისი საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 30 პროცენტს.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია