"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016024
"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2010 წლის 1 ნოემბერი

დ. ხარაგაული

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №27 დადგენილებაში. (საკანონმდებლო მაცნე, №29, 2010 წლის 24 სექტემბერი)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის დებულების პროექტს გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ა. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია