ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 42
2010 წლის 1 ნოემბერი
დ. ხარაგაული
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა
შეტანილ იქნეს ცვლილება „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №2 5 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, № 29, 2010 წლის 24 სექტემბერი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №2 5 დადგენილებაში:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 4 მუხლი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი