საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387
1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობისათვის ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროს მეთაურთა შემადგენლობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოს:
პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ნუგზარ ტუხაშვილს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო ბიუროს განყოფილების უფროსს;
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ დავითაშვილს – ქარელის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსს.
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდება:
პოლიციის მაიორ ელდარ ალიევს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გარდაბნის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს.
პოლიციის მაიორის სპეციალური წოდება:
პოლიციის კაპიტან თამაზ ალანიას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილეს.
ე. შევარდნაძე