საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №386
1996 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთა დადგენა-დაკავებაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები:
გოჩა ერისთავი – უფროსი ლეიტენანტი, შიდა ქართლის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი;
ჯემალ ზოიძე – ვიცე-პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;
დავით ვეკუა – მაიორი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
მალხაზ ჟღენტი – ვიცე-პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი;
სერგო ფერცულიანი – ვიცე-პოლკოვნიკი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;
სერგო ხაბეიშვილი – ლეიტენანტი, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მერვე განყოფილების ძებნის ინსპექტორი.
ე. შევარდნაძე