,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
97
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-29
სარეგისტრაციო კოდი
190.020.040.10.003.000.096
,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2004 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის საფუძველზე „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით:

1. ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებში ჩარიცხვას, განაწილდეს შემდეგი თანაფარდობით:

 

 

 

ქონება

დაქვემდებარების მიხედვით

პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების განაწილება

(პროცენტობით)

სახელმწიფო

ბიუჯეტი

საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები

პრივატიზებული ქონება

 

 

 

საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება

 

100

 

 

საქართველოს სახელმწიფო ქონება

65

35

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება

 

 

100

 

იჯარით გაცემული ქონება

 

 

 

საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება

 

100

 

 

საქართველოს სახელმწიფო ქონება, კერძოდ, სახელმწიფო მიწა და მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონება

 

65

 

35

 

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება და მიწა

 

 

100

 

 

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში დაადგინოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სახელმწიფო ქონების ნუსხა.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია