საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №372
1996 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოს შორის 1993 წლის 1 მარტს ქ. მადრიდში დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოს შორის 1993 წლის 1 მარტს დადებული შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
„შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება
ბ) შეატყობინოს ესპანეთის სამეფოს მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე