საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №326
1996 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის თანამშრომლების ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და ქართული კულტურის განვითარების საქმეში მიღწეული წარმატებისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის თანამშრომლები:
გენრიხ გრიგორიანი – განყოფილების გამგე;
თენგიზ იმნაძე – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გორდას“ ხელმძღვანელი;
გიორგი კაიშაური – კაბინეტის გამგე;
ზაქრო კრაწაშვილი – კაბინეტის გამგე;
ლია მაჩაბელი – მრავალტირაჟიან გაზეთ „გაზაფხულის“ რედაქტორი;
ლიგია პაიჭაძე – ნორჩ შემოქმედთა სტუდიის გამგე;
ომარ რეხვიაშვილი – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ხელმძღვანელი;
ციალა საღარაძე – სექტორის გამგე;
თენგიზ სუხაშვილი – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიხარულის“ ხელმძღვანელი;
ელენე ტაბატაძე -მახარაძე – კაბინეტის გამგე;
ნუნუ ღვინერია – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელი;
გრიგოლ ჩოგოვაძე – ბავშვთა კინოსტუდია „პიონერ-ფილმის“ხელმძღვანელი;
მიხეილ ცალქალამანიძე – კაბინეტის გამგე;
ლაუზი ჭანიშვილი – ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მერანის“ ხელმძღვანელი;
გივი ხუტულაშვილი – დირექტორის მოადგილე;
დოდო ჯორბენაძე – პედაგოგი.
ე. შევარდნაძე