„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3751-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
010040000.05.001.016053
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“.

3. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3751–IIს

კრებსითი — სრული ვერსია