"ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3748-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.016052
"ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ადგენს სამინისტრო.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ახალი ნუსხის დადგენა და ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3748–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია