საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №319
1996 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის თანამშრომლების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ნაყოფიერი თვალსაჩინო მოღვაწეობისათვის თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით:
ზურაბ კიკალეიშვილი – ბალეტმეისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი;
დიდიმო მირცხულავა – დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი;
ზაქარია ხუროძე – დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი.
ე. შევარდნაძე