"სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3743
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
050050000.05.001.016044
"სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს საქპატენტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3743–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია