საქართველოს საპატენტო კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3741-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-05
სარეგისტრაციო კოდი
05004000005001016042
საქართველოს საპატენტო კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საპატენტო კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

    „მუხლი 81. ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება

1. საქპატენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტები.

2. საქპატენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტია საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება.

3. საქპატენტის თავმჯდომარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. 77-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტში სიტყვა „შეიმუშაოს“ შეიცვალოს სიტყვით „გამოსცეს“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქპატენტის თავმჯდომარემ გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3741–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია